Home
Category
TV Live Menu

თანაინვესტორების ფონდი "გალერეა თბილისში" H&M-ის შემდეგ სხვა მსხვილი ბრენდების შემოყავანზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

585cbc1982e0c
ელენე გოგბერაშვილი
23.12.16 09:53
1188
თანაინვესტირების ფონდმა "გალერეა თბილისის" სავაჭრო კომპლექსში ცნობილი შვედური ბრენდის "H&M-ის" შემოსვლის შესახებ გასულ თვეში განაცხადა, თუმცა პროექტის განმახორციელებლი კომპანია სავაჭრო კომპლექსში სხვა ცნობილი ბრენდების შემოყვანაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, მაქსიმალურად ცდილობენ ბაზარზე ახალი ბრენდები შემოიყვანონ. "გალერეა თბილისი" აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. მომავალი წლის სექტემბერში იგეგმება მისი გახსნა. ცოტა ხნის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენთან შემოდის პირველად H&M, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერი. ვმუშაობთ კიდევ სხვა რითეილერებთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ახალი რითეილერები შემოვიყვანოთ’’-აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day