საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კორუფციაში ბრალდებით დაპატიმრებული 20 პირი გაათავისუფლა. მიმდინარე წლის ნოემბერში საუდის არაბეთში მასშტაბური ანტიკორუფციული კაპმანია დაიწყო და ხელისუფლებამ კორუფციაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანი, პრინცები, ჩინოსნები და ბიზნესმენები დააკავა.
WSJ-ს ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და სახელმწიფო ნავთობკომპანიის Saudi Aramco ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც თაღლითობაში დებდნენ ბრალს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულების სიაში ასევე ერთ-ერთი პრინცი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი თანაშემწე და Saudi Telecom-ის ყოფილი ხელმძღვანელი მოხვდნენ.
დაკავებულებს ფულის გათეთრება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ქრთამის აღება და გაფლანგვა ედებოდათ ბრალად.