2019 წლიდან საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითებში პროექტს მრავალფეროვნება, ინკლუზია და ქალთა თანასწორი მონაწილეობა ახორციელებს, რომელიც მიზნად თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში მრავალფეროვნების მართვისა და სქესთა შორის თანასწორი თანამონაწილეობის საკითხზე ყურადღების გამახვილებას, არსებული ხარვეზების გამოსწორებას ისახავს. პროექტის ფარგლებში კახეთსა და იმერეთში ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა და ჩატარდა კვლევა, რომელიც უსაფრთხოების სექტორში მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის საკითხებს უკავშირდებოდა და ძალიან საინტერესო შედეგებიც არის.
სტუმარი: შორენა ლორთქიფანიძე - სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, დამფუძნებელი