TAP-ის მშენებლობაში შესაძლოა კომერციული კრედიტორებიც ჩაერთონ. როგორც აზერბაიჯანულ მედიას ტრანსადრიატიკული მილსადენის კონსორციუმის დირექტორმა განუცხადა, პროექტი დაფინანსებას ელოდება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ასევე კომერციული კრედიტორებისგან. მათ შორის OECD-ის, EBRD-ისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ პროექტის ფარგლებში შესაძლოა რეკორდული თანხის კრედიტი გამოყოს ევროპის რეკონსრუქციისა და განვითარების ბანკმა. კერძოდ EBRD განიხილავს შესაძლებლობას 1,5 მილიარდი ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
კონსორციუმის ხელმძღვანელი იენ ბრედშოუ აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში რამდენიმე კერძო სუბიექტის დაფინანსებაა გათვალისწინებული. მისივე თქმით, კონკრეტული მონაწილეებისა და კრედიტის მოცულობებეის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაა.
ტრანს ადრიატიკული მილსადენი "სამხრეთის გაზის დერეფნის" ფარგლებში შენდეება. ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება.