ტაქსის სერვისი 200 000 „იანდექს ტაქსისთან“ კავშირს უარყოფს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბოლო დღეების განმავლობაში მომხმარებელთა მხრიდან გახშირდა წერილები, სადაც ისინი ამბობენ, რომ 200 000 ტაქსის გამოძახების შემთხვევაში ადგილზე რუსული კომპანიის მანქანა მიდის.
„ტაქსის სერვისი 200 200 გმობს რუსული ტაქსო კომპანიის ბაზარზე შემოსვლას და ამიტომ,თითოელ თქვენგანს გთხოვთ და მოგიწოდებთ რომ არცერთი ასეთი ფაქტი არ დატოვოთ გაუხმაურებლად და დაგვიკავშირდეთ ნომერზე 200 200“, - აცხადებენ კომპანიაში.
ტაქსის ონლაინ-გამოძახების ბაზარზე უმსხვილესმა რუსულმა კომპანიამ “იანდექს ტაქსი“ საქართველოში ოპერირება გასულ კვირას დაიწყო, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. საქართველო მეოთხე ქვეყანაა, სადაც რუსულმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო, მანამდე “იანდექს ტაქსი“ საკუთარი სერვისებით ბელორუსიაში, ყაზახეთსა და სომხეთში შევიდა.