Home
Category
TV Live Menu

ტარიელ ხეჩიკაშვილი სლოვაკურ კომპანიასთან სტადიონების მშენებლობაზე დადებული ხელშეკრულების შეწყეტის მიზეზებს განმარტავს

589f0841bb80b
BM.GE
11.02.17 17:00
1004
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რომლის გამოც სლოვაკურ კომპანიასთან სტადიონების მშენებლობაზე ხელშეკრულება შეწყდა. მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიას სარაგბო ინფრასტრუქტურა უნდა განევითარებინა, თუმცა მინისტრი თვლის რომ ქართული მხარე დაკისრებულ ვალდებულებებს მშენებლობაზე დროულად შეასრულებს.

„ამის რამდენიმე ძირითადი მიზეზი იყო: ერთი მიზეზი იყო, რომ საგარანტიო წარმოადგინეს სხვა ვალუტაში, ასევე პროექტის წარმოდგენის ვადები დაარღვიეს და ყველაზე მთავარი: თავისი წარმომადგენლობა საქართველოში დროულად არ გახსნეს და არ დაარეგისტრირეს. ეს გახდა ძირითადი მიზეზი კონტრაქტის გაუქმებისა. ახალ პროექტს უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო აიპრესის ინფორმაციით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „აუტოკომოდექს ტრნავას“ შორის ხელშეკრულება შეწყდა. აღნიშნულ კომპანიას, საქართველოში 2017 წლის 15 მაისამდე 10 სარაგბო და 10 საფეხბურთო მოედანი უნდა აეშენებინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day