Home
Category
TV Live Menu

"ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნადაც არ გაზრდილა"

5a3a5399843d5
BM.GE
20.12.17 16:10
676
"ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, კი ბატონო, მაგრამ მნიშვნელოვნადაც არ გაზრდილა და ესეც მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერს კითხვა ევროპული საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამ დაუსვა და კომიტეტეზე ვიდეო-რგოლი აჩვენა, სადაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტარიფების შემცირების დაპირებას გასცემს.

"მე არ მგონია რომ რომელიმე პოლიტიკოსი მსოფლიოში 2014 წელს უკრაინის კონფლიქტის გათვლას მოახდენდა.

ჩვენმა რეგიონმა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი გაიარა და ამ კრიზისიდან საქართველო ყველაზე ნაკლებად დაზიანებული გამოვიდა სწორი პოლიტიკიდან გამომდნარე.
მოხდა მნიშვნელოვანი დევალვაცია და ელექტროენერგიის ფასწარმოქმნაში დოლარის კურსს ენიჭება უდიდესი წილი.

ისიც ახსენა ბატონმა ბიძინამ, რომ გარკვეული პროგნოზები რაც მას მიაწოდეს ექსპერტებმა არ იყო სწორი.

2014 წელს უკრაინის კონფლიქტი და სირიის კრიზისი იყო ძალიან დიდი ფაქტორი. ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა კი ბატონო, მაგრამ მნიშვნელოვნადაც არ გაზრდილა და ესეც მნიშვნელოვანია რადგან ლარში ის არ გაყვა მთლიანად სავალუტო კურსს და ხელისუფლებამ შეძლო რომ ინფლაციის დონე შეენარჩუნებინა“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day