თაროზე შემოდებული კანონპროექტი - რატომ არ აიკრძალა გაზის დანადგარების თვითნებური მონტაჟი?
BM.GE
13.12.22 18:08
• 119
ბუნებრივი გაზის დანადგარები და უსაფრთხოების წესების დარღვევაზე გათვალისწინებული სანქციები - ეს 2019 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილი კანონპროექტია, რომლის შემუშავებაც მთავრობამ დიდ დიღომში მომხდარი გახმაურებული აფეთქების შემდეგ გადაწყვიტა. დოკუმენტს ისევ კანონპროექტის სახე აქვს და 3 წლის შემდეგაც კი პარლამენტში წარდგენილი არ არის. ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები ისევ პრობლემატურია. რატომ შემოიდო თაროზე კანონპროექტი, რომელიც ძალაში ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე უნდა შესულიყო და რა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას გაუმართავი გაზის დანადგარები?