Home
Category
TV Live Menu

TAV Georgia: "სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება არანაირად არ არის კაბალური"

58bebf1860c4a
სალომე მეცხვარიშვილი
08.03.17 09:48
1134
"სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება არანაირად არ არის კაბალური, ეს არის ნორმალური საინვესტიციო ხელშეკრულება",- ამის შესახებ TAV Georgia-ს წარმომადგენელი გელა გოზალიშვლი აცხადებს. ასე უპასუხა საქართველოს აეროპორტების მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა ავიაციის სფეროში ექსპერტ იასე ზაუტაშვილს, რომელიც ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს და მის გადახედვას ითხოვს.

იასე ზაუტაშვილს არ მოსწონს ხელშეკრულებაში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 150 კილომეტრის რადიუსში ახალი აეროპორტის მშენებლობა აკრძალულია.

"მითხარით მეორე მაგალითი, სადაც სამართავად შედიოდეს უცხოური კომპანია და უწესებდეს ნორმას, რომ არცერთ ბიზნესმენს არ აქვს უფლება, იმ ქვეყანაში აერიპორტი ააშენოს?"-განაცხადა იასე ზაუტაშვილმა.

"ეგ მიზეზი კიდევაც რომ არსებობდეს, მაშინ მისამართი არასწორია "ტავისკენ", მე ვარ ინვესტორი, მე მაქვს ჩემი პირობა და თქვენი საქმეა, მიიღებთ ჩემს პირობას, თუ არა",- განაცხადა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day