Home
Category
TV Live Menu

TAV Georgia თბილისის აეროპორტის შეფერხების მიზეზებს განმარტავს

59919116bff56
BM.GE
14.08.17 16:00
827
10 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პრობლემის მიზეზი, თბილისის შემომავალ ხაზზე საერთაშორისო საავიაციო საკომუნიკაციო კომპანიის (SITA) ქსელური მოწყობილობის ავარია გახდა. ამის შესახებ ტავ ჯორჯიას კავკასიის რეგიონში SITA-ს პარტნიორმა კომპანიამ Orange Business Service - აცნობა.

კომპანიის განმარტებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში აღმოჩენილი სისტემური პრობლემა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაფიქსირდა.

"გთხოვთ იხილოთ ამონარიდი კავკასიის რეგიონში SITA-ს პარტნიორი კომპანია Orange Business Service - ის წარმომადგენლის, შალვა კლიმიაშვილის ოფიციალური წერილიდან:

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, კერძოდ 10.08.2017-ში, 3:00სთ-დან, მოგახსენებთ :
იმ ინფორმაციით რაც ჩვენ მოგვაწოდა SITA-ს ზემდგომმა ოფისმა, შეფერხების მიზეზი არის:

• თბილისის SITA-ს პარტნიორის ქსელში კომუნიკაციის მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა.

ამჟამად ტექნიკური ხარვეზი თბილისის SITA-ს პარტნიორის Orange Business Service ქსელში აღმოფხვრილია",- ნათქვამია თბილისის აეროპორტის მმართველილ კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის აეროპორტში შეფერხებების გამო რეისები გადაიდო.

Subscribe to our news

Get the main news of the day