თავდაცვის სამინისტროს ტენდერი - რატომ მიენიჭა უპირატესობა ტენდერში თურქულ კომპანიას?
BM.GE
16.02.18 16:58
• 1175
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას ფეხსაცმელს თურქეთში შეუკერავენ. თავდაცვის სამინისტრომ თურქულ კომპანია იაკუპოგლუ-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. თავდაცვის სამინისტროს კომპანიამ 22 ათას 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი აპრილამდე უნდა მიაწოდოს. ამ გადაწყვეტილების გამო კომპანიები "ნასა ჯორჯია" და "თრეიდ უნიონ ვენთური" უკმაყოფილებას გამოთქვამენ. კომპანიები გამარტივებული შესყიდვისას პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ და ამბობენ რომ ამ პროდუქციის მიწოდება რამდენიმე ასეული ლარით ნაკლებად შეეძლოთ. "თრეიდ უნიონ ვენთურის წარმომადგენელი" ასევე აცხადებს რომ თურქული კომპანია იაკუპოგლუ-ს მიერ მოწოდებული ფეხსაცმელი ვერ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნის რამდენიმე პუნქტს. მაგალითისთვის ფეხსაცმელი უსარჩულოა მაშინ, როცა ტენდერით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის სარჩულიანი ფეხსაცმელი ჰქონდა მოთხოვნილი. საქმეს ისიც ართულებს, რომ გასულ წელს ფეხსაცმელების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეიარაღებულ ძალებს მოუწიათ დაჩქარებული წესით კომპანიის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება.