Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“თავი ავარიდოთ სასაფლაოებზე კვებას და ალკოჰოლის მიღებას” - როგორ შევხვდეთ კოვიდ-უსაფრთხოდ აღდგომას?

BM.GE
19.04.22 13:52
287
“არავინ აკრძალავს მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას, არავინ იტყვის, რომ არ გავიდეთ სასაფლაოებზე, მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება, ისევე, როგორც დიდ წვეულებებსა და შეკრებებზე,” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე გვაფრთხილებს. 

მისი თქმით, პანდემია ჯერ ისევ გრძელდება. ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდვითარება სტაბილურია, ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 100-სა და 300-ს შორის. ყველა ინდიკატორი არის გაუმჯობესებული და ეპიდსიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს. ასევე, შემცირდა რეანიმაციებში და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტთა რაოდენობა, ანუ მდგომარეობა გაცილებით უფრო მშვიდია, ვიდრე შარშან და შარშანწინ. თუმცა მაინც გამყრელიძე გვაფრთხილებს, რომ აუცილებელია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება და ვაქცინაცია.

სტუმარი: ივანე ჩხაიძე - თსსუ-ს პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day