Home
Category
TV Live Menu

"თავისი ეფექტით, ეს იქნება "ესტონური მოდელის" ტოლფასი რეფორმა"

5a61c6e4536b1
თელარა გელანტია
19.01.18 15:10
657
ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ ძნელაშვილის შეფასებით, დღგ-ის ავტომატურად დაბრუნების სისტემის დანერგვა "გადასახადის გადამხდელების უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნახტომი იქნება".

ძნელაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას სერიოზულ რეფორმად აფასებს.

"თუ აღნიშნული სისტემა დაინერგება, ეს იქნება ნახტომი გადასახადის გადამხდელების უფლებების დაცვის კუთხით, ვინაიდან წლების განმავლობაში ეს იყო ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა. პრობლემური იყო არა მხოლოდ ვადები, არამედ პროცედურები; ზოგიერთ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებები ინიშნებოდა. მოკლედ, უამრავი პრობლემის წინაშე დგებოდა ბიზნესი. მართალია, ბიზნესს ჰქონდა სახელმწიფოს მიმართ დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, მაგრამ ის ვერ ახორციელებდა ამ უფლების ფულად ქცევას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დღგ-ის ავტომატურად დაბრუნების სისტემის დანერგვა, თავისი ეფექტით, მოგების გადასახადის ე.წ. „ესტონური მოდელის“ ტოლფასი რეფორმა იქნება", - განუცხადა BM.ge-ის ძნელაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day