Home
Category
TV Live Menu

"თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონმდებლობა მოძველებულია და დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს"

57a330312d3a0
BM.GE
04.08.16 16:06
1338
"ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ საქართველოში თიზ-ების შესახებ კანონმდებლობა გადასახედია. როგორც ნიბლაძე აცხადებს, კანონი დღეს უკვე მოძველებულია და არსებულ გამოწვევებს ვეღარ პასუხობს.

"ინდუსტრიული ზონების განვითარების კუთხით, საჭიროა დამატებითი შეღავათების შემოღება.

ინდსტრიული ზონები ძალიან ბევრ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების სერიოზული მასტიმულირებელია.

კანონმდებლობა, რომელიც შეიქმნა „თიზ“-ებთან დაკავშირებით, უკვე მოძველებული კანონმდებლობაა. ეს კანონი 2007-2008 წლებში შეიქმნა, რომელიც ნაკლებად შეესაბამება დღევანდელ რეალობას და გამოწვევებს. შესაძლოა გადასახადების თვალსაზრისით დამატებითი ლიბერალური კანონმდებლობის შემოღება. ეს ტექნიკური საკითხებია, რომელიც ხელს შეუწყობს თიზების ჰანვითარებას და მათში სამეწარმეო ობიექტების შესვლას", - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day