Home
Category
TV Live Menu

TBC მენეჯმენტის მიერ ბანკის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

585b9d3e05741
BM.GE
22.12.16 13:30
1078
საზოგადოებაში გაჩენილი ინტერესის პასუხად, თიბისი ბანკი ავრცელებს განცხადებას, მენეჯმენტის წევრების მხრიდან აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით.

"საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, ბანკის მენეჯმენტი კომპენსაციის უმეტეს ნაწილს ნაღდი ფულის ნაცვლად აქციების სახით იღებს. მათ აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ დროს, პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გაყიდონ მათ მფლობელობაში არსებული აქციები.

ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე, მენეჯმენტის წევრების/აქციონერების მხრიდან აქციების გაყიდვა არის გავრცელებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო წილი ახლახანს გაასხვისა, კვლავ რჩება თიბისი ბანკის აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში", - აღნიშნულია თიბისი-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day