Home
Category
TV Live Menu

"თბილღვინოს" ხელმძღვანელი: ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი რისკი პარტნიორის სტაბილურობაა

57dc1328a58b1
BM.GE
16.09.16 19:37
1151
ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ქართული მხარე განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის ზრდას ელოდება. ასეთი პროგნოზები აქვს "თბილღვინოს" ხელმძღვანელ გიორგი მარგველაშვილსაც.

მისი თქმით, ერთ-ერთი დაბრკოლება, რაც ჩინეთის ბაზარზე არსებობდა, მაღალი ფასები იყო.

„ისინი ვაჭრობაში ყოველთვის ითხოვენ ფასების დაწევას, ფასდაკლებების გაკეთებას, უფასო ნიმუშების გაგზავნას. შესაბამისად, ეს ჩინური მხარისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. უფრო მეტი სივრცე გაუჩნდებათ ჩვენი ღვინის თვითღირებულებაში, რომ უფრო დაბალ ფასად შესთავაზონ ან გაზარდონ მომგებიანობის მარჟები” -აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მარგველაშვილი ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ღვინის რეალიზაციის მინიმუმ გაორმაგებას ელოდება, თუმცა იმ რისკებზეც საუბრობს, რასაც შესაძლოა ქართველი მწარმოებლები ჩინურ ბაზარზე წააწყდნენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს დარგი ახლა ყალიბდება, დისტრიბუტორ კომპანიებს არ აქვთ დიდი ისტორია, შესაბამისად მათ მიმართ ნდობა არის დაბალი. ჩვენ ვერ ვმუშაობთ ამ ბაზარზე საკრედიტო პირობებით, ვმუშაობთ მხოლოდ წინასწარი გადახდის პირობებით. ერთ-ერთი რისკი, რაც შეიძლება მოჰყვეს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს, ეს იქნება რამდენჯერმე გაზრდილი ინტერესი ქართულ ღვინოზე. ამ გაზრდილ მოთხოვნაში შეიძლება რომელიმე მწარმოებელმა ურთიერთობა დაამყაროს არც თუ ისე სანდო კომპანიასთან’’-აცხადებს მარგველაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day