Home
Category
TV Live Menu

თბილისელებს ყველაზე რეალურ საფრთხედ ეკონომიკური კრიზისი მიაჩნიათ

594bbfc542820
BM.GE
22.06.17 20:40
873
ACT-ის კვლევის მიხედვით, ეკონომიკური კრიზისი თბილისელებს ყველაზე რეალურ საფრთხედ მიაჩნიათ. კვლევითი ორგანიზაციის გამოკითხვით, 92% ფიქრობს, რომ ქვეყანა უკვე დგას ამ საფრთხის წინაშე.

თბილისის მცხოვრებლების აზრით, ქვეყანა ასევე დგას ისეთი საფრთეების წინაშე, როგორებიცაა მიგრაცია (85%), ეკოლოგიური კატასტროფები (ჰაერის დაბინძურება, მწვანე საფარი და ა.შ) (85%), დემოგრაფიული კრიზისი (მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება) – (84%), ქართული ტერიტორიების ოკუპაცია სხვა ქვეყნების მიერ (83%) და ბუნებრივი კატაკლიზმები (სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა).

ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებად შედარებით ნაკლებად მოიაზრებენ კრიმინალის გაძლიერება / მატებას (59%), სამოქალაქო დაპირისპირებას (48%), ომს (46%). საინტერესოა, რომ ტერორიზმი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თბილისელების 37%-ს მიაჩნია საქართველოს წინაშე მდგარ რეალურ საფრთხედ.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

Subscribe to our news

Get the main news of the day