Home
Category
TV Live Menu

"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის 2 დღიანი ვიზიტი ათენში 102,720 ლარი დაჯდა

58c28053b5eb0
BM.GE
10.03.17 14:28
1018
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა „არასამეწარმეო იურიდიული პირის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ს საორგანიზაციო კომიტეტი“-ს მიერ 2011-2016 წლებში განხორციელებული საქმიანობის კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტი საკუტარ დასკვნაში არაერთ შენიშვნას გამოყოფს, მათ შორის მივლინებებზე გაწეულ ხარჯებს:

"საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის 2015 წლის 25 მაისის N33/15 ბრძანებით 25 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსატანად საბერძნეთში, ქ.ათენში მივლინებულია 63 პირი, რომელთა შორის 31 კომიტეტის თანამშრომელი, ხოლო 32 მოწვეული სტუმარია.

მივლინების ფარგლებში შპს „ჯორჯიან ეარვეის“-სგან შესყიდულია თვითმფრინავით მომსახურება 132 მგზავრის გადაყვანის მიზნით (ბრძანებით განსაზღვრულ პირთა რაოდენობაზე 69-ით მეტი), რომლის ღირებულებამ 93,536 ლარი შეადგინა.

ორგანიზაციის მიერ ანაზღაურებულია 12,734 ლარის სასტუმროს მომსახურება (სასტუმროს ინვოისით (5,063 ევრო) არ არის დაკონკრეტებული მომსახურების მიმღებ პირთა ვინაობა და რაოდენობა), ათენში მინივენებით, სედანებით და კერძო ავტობუსით სატრანსპორტო მომსახურება 11,527 ლარის (4,537 ევრო) ოდენობით. სულ გაწეულმა ხარჯმა 102,720 ლარი შეადგინა.

ეკონომიურის პრინციპებიდან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, თუ რამდენად იყო ზემოთ ხსნებული ხარჯების გაწევა მივლინებებისას დასახული მიზნების მიღწევის ყველაზე მისაღები გზა. ამასთან, ვერ მოხერხდა ზოგიერთი მივლინებული პირის იდენტიფიცერება, რადგანაც ბრძანებაში მხოლოდ მოწვეულ სტუმრებთან მათი ნათესაური კავშირია მითითებული", - ვკითხულობთ დასკვნაში.

2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდში კომიტეტის მიერ სხვადასხვა სპონსორისგან მიღებულია 352.00 ათასი ლარი, კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებულ თანხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი-457.66 ათასი ლარი, ფესტივალში მონაწილე ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან -811.75 ათასი ლარი.

გარდა აღნიშნულისა 2015 წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან გამოყოფილია 53,460,453.00 ლარი


Subscribe to our news

Get the main news of the day