თბილისი საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში 20-ზე მეტი წამყვანი ჩეხური კომპანია მონაწილეობს, მშენებლობისა და დეველოპენტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიებისა და სხვა სექტორებიდან. ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მთავარი ამოცანაა საქართველოში პარტნიორების მოძიება, ინვესტიციებისა და ბიზნეს კავშირების გაღრმავება. ბიზნეს ფორუმისა და ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების შემდეგ დღეს დაგეგმილია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაც. რა კომენტარები გაკეთდა ფორმის მიმდინარეობისას?