Home
Category
TV Live Menu

თბილისი-სტამბოლს შორის გუშინ ღამე რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა

57736c2fe996f
BM.GE
29.06.16 10:30
1135
თურქეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი რეისების განხორციელება განრიგის მიხედვით არის დაგეგმილი. როგორც "ბიზნესკონტაქტს“ თბილისის აეროპორტში განუცხადეს, გუშინ ღამით თბილისიდან სტამბოლის და სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე რეისი არ შესრულდა. კერძოდ, გაუქმდა Turkish Airlines და „ატლასგლობალის“ რეისები, რომლებლსაც გუშინ ღამით რეისი სტამბოლიდან თბილისში და თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით უნდა შეესრულებინათ. ასევე ერთ-ერთი რეისი ვერ შესრულდა თბილისიდან სტამბოლის მიმართულებითაც.
 
როგორც აეროპორტში განმარტავენ დღეისთვის რეისები გეგმის მიხედვით არის გაწერილი და თბილისის აეროპორტი მგზავრებს საღამოს საათებში ელოდება. დღის საათებში კი აეროპორტი სარემონტო სამუშაოების გამო მგზავრებს ვერ იღებს.

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა.

Subscribe to our news

Get the main news of the day