თბილისი სამოგზაურო პორტალ Tripadvisor-ის საუკეთესო მიმართულებებს შორის მოხვდა. პორტალმა 2016 წელი შეაჯამა და დაასახელა როგორც მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებები, ასევე, სასტუმროები, მუზეუმები და რესტორნები.
საქართველო იმ მიმართულებებს შორის მოხვდა, რომელზეც მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ათეულში თბილისი მეცხრე პოზიციას იკავებს.
პირველ ადგილზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის არის მექსიკა, მეორეზე კოლუმბია, მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს. მეოთხე ადგილზე რეიტინგში ჰავაი მოხვდა, შემდეგ ადგილებს კი აზერბაიჯანი, ფილიპინები, ისარელი და ესპანეთი იკავებენ. სიას ასრულებს ინდოეთი.
სამოგზაურო პორტალი Tripadvisor მსგავს სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს.