დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის", მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კახაბერ გვანცელაძე, ხოლო შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" მამუკა კობახიძე უხელმძღვანელებს.
სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაინიშნა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კი - ირაკლი თავართქილაძე.