თბილისის 600-მდე სამარშუტო ტაქსი გაიფიცა. როგორც "საქმიან დილას" პროფკავშირების წარმომადგნელმა ლავრენტი ალანიამ მიაწოდა ინფორმაცია, მძღოლების გაფიცვა მთელი დღის განმავლობაში გაგარძელდება. გაფიცვის ერთ-ერთ მიზეზად დაცვის თანამშრომლესა და მძღოლს შორის კონფლიქტი სახელდება, გარდა ამისა მღოლებს რამდენიმე პუნქტიანი მოთოხვნა გააჩნიათ. მძღოლების გაფიცვას ეხმიანება თბილისის მიკროავტობუსიც, სადაც ვკითხულობთ:
„დღეს დილით კომპანიის დიღმის ავტოპარკში ადგილი ჰქონდა 32-ე ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობის ფაქტს, მას შემდეგ რაც მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა მოსთხოვა ალკოტესტის გავლა. კერძოდ, დილით სამსახურში მისულ მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა, რომლის ვალდებულებებშიც შედის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა, მძღოლს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა, მძღოლმა მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც ორ მხარეს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია, მძღოლმა ჩააყენა მიკროავტობუსი ავტოპარკის გასასვლელში, არ მისცა სხვა მძღოლებს ხაზზე სამუშაოდ გასვლის საშუალება და მომხდარის ე.წ. გაფიცვად ინსპირირებას შეეცადა. ამ დროისთის ფაქტზე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, ამოღებულია და იშიფრება ვიდეოჩანაწერები, მოკლევის დასრულეის შემდეგ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ გატარებული იქნება კომპანიის შიდა წესდებით გათალისწინებული სანქციები“, - ნათქვამია განცხადებაში.