თბილისის აეროპორტის მიმართულებით, ავტობუსები მთელი ღამის განმავლობაში იმოძრავებენ
BM.GE
04.07.16 15:22
• 1380
დღეიდან სადგურის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ღამის რეისზე 3 ავტობუსი იმოძრავებს. თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, № 37 ავტობუსი მთელი ღამის განმავლობაში 30 წუთიანი ინტერვალით მოემსახურება როგორც თბილისის მოსახლეობას, ასევე ტურისტებს.