Home
Category
TV Live Menu

"თბილისის აეროპორტში ასაფრენი ზოლის დაკეტვის გამო Georgian Airways-ს 5 მილიონამდე ზარალი მიადგა"

585cdf07273f0
სალომე მეცხვარიშვილი
23.12.16 12:20
1189
თბილისის აეროპორტში ასაფრენი ზოლის დაკეტვის გამო Georgian Airways-ს 5 მილიონამდე ზარალი მიადგა,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიის ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი რეაბილიტაციის გამო 1-ლი მარტიდან 1 ივლისამდე დღის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა - Georgian Airways-ის ფრენების 95% კი სწორედ დღის საათებში ხორციელდება.

გივი დავითაშვილი აცხადებს, რომ ზარალის მთლიანი მოცულობა დათვლილი ჯერ კიდევ არ არის.

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქართული ავიაკომპანიის მხარდაჭერის კუთხით ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგმება.

Subscribe to our news

Get the main news of the day