ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა, 5 კი გადაიდო,- ამის შესახებ bm.ge-ს აეროპორტის მმართველ კომპანია Tav Georgia-ში განუცხადეს.
კომპანიის ცნობით, გადადებული რეისები დღის განმავმალობაში შესრულდება, გაუქმებულ რეისებზე კი თავად კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას.
უამინდობის გამო 5 რეისი გაუქმდა სტამბოლის მიმართულებით, 2 თეირანის, მიუნხენის, ბაქოსა და დუბაის მიმართულებით.
რაც შეეხება გადადებულ რეისებს. Tav Georgia-ში აცხადებენ, რომ ფრენები გადაიდო: თელავივის, მოსკოვის, დოჰას, ურუმჩისა და კიევის მიმართულებით. მათივე ცნობით, უმუჩისა და კიევის მიმართულებით რეისი უკვე ჩანიშნულია და რეგისტრაციაც დაწყებულია.