Home
Category
TV Live Menu

თბილისის ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტები

5a2e1e5c0f7b0
BM.GE
11.12.17 10:20
632
თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი 861 მილიონ 609 ათას ლარს შეადგენს. წარმოდგენილი პროექტი პირველ ვარიანტთან შედარებით 46 მილიონ 398.9 ათასი ლარით არის გაზრდილი, მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით კი – 48 მილიონ 444 ლარით.

თბილისის ახალი მერის  კახა კალაძის გუნდის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით 43 მილიონი ლარის გამოყოფის შედეგად გაიზარდა. გარდა ამისა, თავდაპირველად წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით 3 მილიონ 298.9 ათასი ლარით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 13 მილიონ 624.7 ათასი ლარით გაზრდილია გათანაბრებითი ტრანსფერი და 345 მილიონ 806.9 ათას ლარს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს, ხარჯები ასე განაწილდა:

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–აღდგენისთვის გათვალისწინებულია 130 მილიონ 531.3 ათასი ლარი;

ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა–ექსპლოატაციისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის – 195 მილიონ 642.1 ათასი ლარი;

ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის – 88 მილიონ 089.3 ათასი ლარი;

ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის – 2 მილიონ 990 ათასი ლარი;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის – 29 მილიონ 925.7 ათასი ლარი;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის – 189 მილიონ 539.5 ათასი ლარი;

განათლების სფეროსთვის – 117 მილიონ 445.6 ათასი ლარი;

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებებისთვის – 28 მილიონ 954.0 ათასი ლარი;

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის – 3 მილიონ 158.3 ათასი ლარი, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ფუნქციონირებისთვის კი - 75 მილიონ 333.3 ათასი ლარი.

ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტში 2018 წელს შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით შემცირებულია 5 მილიონ 170 ათასი ლარით და 82 მილიონ 717 ათას ლარს შეადგენს, მომუშავეთა რიცხოვნობა კი 5 144 ადამიანით განისაზღვრა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 დასაქმებულით ნაკლებია.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day