Home
Category
TV Live Menu

თბილისის ახალი შემოვლითი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

582adefd346f4
BM.GE
15.11.16 14:08
939
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.

პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მოსამზადებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა, სატენდერო წინადადება მოკლე სიაში გასულმა ექვსმა კომპანიამ წარმოადგინა. საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტირების ვადები 2017 – 2018 წლებია.

თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით, სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები.
ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე ქალაქ თბილისის მოქალაქეებისათვის.
აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

Subscribe to our news

Get the main news of the day