Home
Category
TV Live Menu

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი "იალონს" გადაეცა - კომპანია 8 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

58807ebe7dd74
სალომე მეცხვარიშვილი
19.01.17 12:51
1932
მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კომპანია "იალონს" გადასცა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომპანიასა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაცვლის ხელშეკრულება გაფორმდა. კერძოდ, „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ სახელმწიფოს 100%-იანი წილი კომპანიას გადაეცა, სანაცვლოდ "იალონი" სახელმწიფოს გადასცემს სამ მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებით. ამასთან, კომპანიას მოუწევს, გადაიხადოს ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა, რაც 2 მილიონ 357 ათას 234 ლარს შეადგენს.

ამასთან, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, ადგილზე შექმნას არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო და ინვესტიციის სახით მინიმუმ 8 მილიონი ლარი ჩადოს.
კომპანია "იალონის" 50%-იანი წილის მფლობელი სადისტრობუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგია", 50%-ს კი "მეიდან ჯგუფი" ფლობს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი საპრივატიზაციოდ 2015 წლის თებერვალში გამოიტანა.



Subscribe to our news

Get the main news of the day