Home
Category
TV Live Menu

თბილისის ბიუჯეტის 9 თვის ხარჯები: დანამატები - 3.7 მლნ ლარი, პრემიები - 2,1 მლნ ლარი

5a0b07253ba2c
დავით ჯალაღონია
14.11.17 19:07
708
თბილისის მერიამ 2017 წლის ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაცემულ ხელფასებზე, დანამატებსა და პრემიებზეა ინფორმაცია მოცემული.

ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, თბილისის საკრებულოში ხელფასების გასაცემად იანვარ-სექტემბრის პერიოდში 3 მილიონ 40 ათასი ლარი დაიხარჯა, დანამატებზე - 1 მილიონ 104 ათასი, პრემიებზე კი - 411 000 ლარი.

რაც შეეხება თბილისის მერიას, საქალაქო სამსახურებსა და გამგეობებს, ამ უწყებებში გაცემულმა ხელფასებმა საერთო ჯამში 19 მილიონ 79 ათასი ლარი შეადგინა, დანამატებმა - 2 657 000, პრემიებმა კი - 1 724 000.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შრომის ანაზღაურებაზე შედარებით ნაკლები თანხა დაიხარჯა.

2016 წლის პირველ სამ კვარტალში, თბილისის საკრებულოში ხელფასების გასაცემად 3 მილიონ 258 ათასი ლარი დაიხარჯა, დანამატებზე - 1 მილიონ 165 ათასი, პრემიებზე კი - 1 121 000 ლარი. თბილისის მერიამ, საქალაქო სამსახურებმა და გამგეობებმა კი ხელფასებზე საერთო ჯამში 20 მილიონ 246 ათასი ლარი დახარჯეს, დანამატებზე - 2 მილიონ 679 ათასი, პრემიებზე კი - 4 მილიონ 239 ათასი.

Subscribe to our news

Get the main news of the day