Home
Category
TV Live Menu

თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შევა

59c9185ae2b4a
დავით ჯალაღონია
25.09.17 19:00
815
თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები სავარაუდოდ, დეკემბერში შევა. დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ამ დროს ბიუჯეტში გარკვეული თანხების მობილიზება და პრიორიტეტულ მიმართულებებზე განაწილება შესაძლებელი იქნება.

"დეკემბერში, როგორც წესი, როდესაც ზუსტდება ბიუჯეტები და ჩნდება ეკონომიები, შეიძლება გადანაწილდეს სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე. როგორც წესი, ეს ძირითადად ხდება ან ინფრასტრუქტურის, ან სოციალური მიმართულებით", - აღნიშნა ლექვინაძემ.

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, ლექვინაძის განცხადებით, დოკუმენტზე მუშაობა დაწყებულია და მერიის შესაბამისი სამსახურები კონკრეტული პროექტების ხარჯების გაწერაზე მუშაობენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day