Home
Category
TV Live Menu

თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დამტკიცდა

5745479a52dc0
BM.GE
25.05.16 10:34
1201
საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დამტკიცდა. დოკუმენტის თანახმად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე კ2კოეფიციენტის გადამეტებასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდება.

წარმოდგენილი ცვლილებებით თბილისის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტება აღარ მოხდება, ასევე იზღუდება განაშენიანება გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც მეტი საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული, გარდამავალი პერიოდის ღონისძიებაა, იმ საბოლოო პოლიტიკის შემუშავებამდე, რომელსაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე გუნდი შეასრულებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day