Home
Category
TV Live Menu

თბილისის გენგეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისში წარედგინება

594625df3718f
BM.GE
18.06.17 11:02
838
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისის თვეში წარედგინება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნარმანიას განცხადებით, განხილვები მოეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ასოციაციაში, არქიტექტურის სამსახურში, ასევე მეცნიერებათა აკადემიაში და ბოლოს დოკუმენტი განსახილველად თბილისის საკრებულოში შევა.

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს თბილისის გენერალური გეგმა ჯერ კიდევ 15 მაისს უნდა წარედგინა მერიისთვის, თუმცა პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.

Subscribe to our news

Get the main news of the day