Home
Category
TV Live Menu

თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლებისთვის ახალი პროექტი Just Taxi ამოქმედდა

573dc17c8f397
BM.GE
19.05.16 17:36
1342
თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლებისთვის დღეიდან ახალი პროექტი Just Taxi ამოქმედდა.
 
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, HONDA-სა და JAC-ის მარკის უახლესი მოდელები აღჭურვილია თანამედროვე კლიმატკონტროლის სისტემით, კომფორტის შექმნისთვის საჭირო ყველა აქსესუარით. Just Taxi მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ანგარიშსწორება განახორციელოს მანქანაში დამონტაჟებული საბანკო ტერმინალის საშუალებით.

შესაბამისად, მოქალაქეს საშუალება აქვს, აირჩიოს გადახდის სასურველი ფორმა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების სახით.

"რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იგი საბაზრო ფასებს შორის კონკურენტუნარიანია - კილომეტრზე 50 თეთრს შეადგენს და მგზავრობისას არავითარ დამატებით გადასახადს არ ითვალისწინებს, 4 კილომეტრის ჩავთვლით მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში კი, ფასი ფიქსირებულია - მხოლოდ 2 ლარი.

იუსტიციის სახლმა მომხმარებლისთვის Just Taxi-ს სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მომხმარებელთა მხრიდან იუსტიციის სახლიდან კომფორტულად მგზავრობის მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად კანონის სრული დაცვით გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად შპს "სენა მოტორსი" გამოვლინდა", - განმარტავენ სამინისტროში.

თითოეულ მანქანაში განთავსდება სპეციალური სტიკერი იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრის ნომრით - 2 405 405.

იუსტიციის სახლის მომხმარებელს Just Taxi-ს მომსახურების მიღება შეეძლება ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას - 10:00-დან 17:00 საათამდე.

Subscribe to our news

Get the main news of the day