Home
Category
TV Live Menu

თბილისის მერი: არაერთი სამშენებლო ნებართვის გადახედვა მოხდა, "რთული გადაწყვეტილებების მიღებაც მოგვიწია"

57e4c9a1cf73b
BM.GE
23.09.16 10:18
1224
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მისი მერობის დროს წინა ხელისუფლების პერიოდში გაცემული არაერთი სამშენებლო ნებართვის გადახედვა მოხდა.

როგორც მერმა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რიგ შემთხვევაში ინვესტორებს ადგილონაცვლეობა შესთავაზეს, თუმცა, მოუწიათ „რთული გადაწყვეტილებების მიღებაც“, როდესაც ჩათვალეს, რომ ადგილმონაცვლეობა მიზანშეწონილი არ იყო.

დავით ნარმანია ამბობს, რომ ნებართვების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღეს იმ 10 პროექტზე, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან პროტესტი არსებობდა. თუმცა, მისივე თქმით, ამ პროეცესშ ინვესტორის ინტერესებიც გათვალისწინებული იყო.

„ახლა მიმდინარეობს პროცესი ჩვენი წინამორბედების გაყიდული რამდენიმე სათამაშო მოედნის დაბრუნებასთან დაკავშირებით და აქაც არ გვინდა, რომ ინვესტორი დაიჩაგროს“,-აცხადებს დავით ნარმანია.

Subscribe to our news

Get the main news of the day