თბილისის მერია დედაქალაქში დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანაზე მუშაობს. გარდა გერმანული MAN-ის მიერ წარმოებული 143 ავტობუსისა, რომელიც თბილისში მარტამდე უნდა გამოჩნდეს, მერია მოლაპარაკებებს სხვა მიმართულებითაც აწარმოებს. საუბარია დაახლოებით 100-მდე ახალ ავტობუსზე.
როგორც თბილისის ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, ჯერჯერობით დაფინანსების წყაროები მოძიებული არ აქვთ.
"გვჭირდება დაფინანსების წყაროების მოძიება, თუ რა რაოდენობის და როგორი ტიპის ავტობუსები გვეყოლება. გვაქვს რამდენიმე კარგი, საინტერესო წინადადება, რომელიც დამუშავების პროცესშია. როდესაც გვექნება კონკრეტიკა, მაშინ გავავრცელებთ ინფორმაციას",- აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.