Home
Category
TV Live Menu

თბილისის მერია მომავალ წელს ველოსიპედების გაჩერების ადგილების მოწყობას გეგმავს

57ecf7dc4852c
დავით ჯალაღონია
29.09.16 15:15
1056
თბილისის მერია მომავალ წელს ველოსიპედების გაჩერების ადგილების მოწყობას გეგმავს.  როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ველობილიკების და ზოგადად, ამ ტრანსპორტის განვითარებას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმაც ითვალისწინებს, რომელზე მუშაობაც 2017 წლის აპრილში დასრულდება.

"ველოსიპედებისთვის გაჩერებებს ისეთ ადგილებში გავაკეთებთ, სადაც ტურისტები მოძრაობენ და თავისუფალი სივრცეა. გაჩერებები ძირითადად დიდ სასტუმროებთან და ქალაქის ისტორიულ ნაწილში იქნება. ამისთვის პროექტს მომდევნო წელს გავაკეთებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day