Home
Category
TV Live Menu

თბილისის მერია წლის ბოლომდე მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს

57efb7b55a5c5
დავით ჯალაღონია
01.10.16 17:20
879
თბილისის მერია წლის ბოლომდე მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ეს თანხა წელს ორი მეტროსადგურის კეთილმოწყობის სამუშაოებზე დაიხარჯება. გარდა ამისა, პარალელურ რეჟმში რამდენიმე მეტროსადგურის პროექტის მომზადება იწყება, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტში ავსახოთ თანხა და მეტროსადგურები უფრო თანამედროვე და უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ნარმანიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day