Home
Category
TV Live Menu

თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატების განთავსების ობიექტები განსაზღვრა

57b568f60446d
BM.GE
18.08.16 11:49
1073
წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და მისი ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა. თბილისში სააგიტაციო პლაკატების განსათავსებლად გამოყოფილი ობიექტების შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ დღეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საკრებულოს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-38 დადგენილებით განსაზღვრულია იმ ტერიტორიების, ნაგებობებისა და ობიექტების ჩამონათვალი, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა. ასევე, დადგენილია პლაკატების განთავსების წესები.

დადგენილებით განსაზღვრული წესების დამრღვევ პირს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

Subscribe to our news

Get the main news of the day