Home
Category
TV Live Menu

თბილისის მეტროს სავაგონე პარკს რვა განახლებული ვაგონი დაემატა

57b2c1385d9bd
BM.GE
16.08.16 10:55
1201
თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ აგრძელებს მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას. დედაქალაქის მეტროს სავაგონე პარკს რვა განახლებული ვაგონი დაემატა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს შეუფერხებელი მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, ორი ოთხ ვაგონიანი შემადგენლობის კაპიტალური განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მოხდა. შეკეთდა შემადგენლობების ძრავები და გამოიცვალა გოგორწყვილები. ასევე განახლდა სიჩქარის რეგულირების მექანიზმი. დამონტაჟდა მოდერნიზებული, ავტომატური სიჩქარის სისტემა, რომელიც შემადგენლობების გამართულ მოძრაობას უზრუნველყოფს. ვაგონების მოძრაობა და სიჩქარის მექანიზმის ფუნქციონირების გაკონტროლება კომპიუტერით გახდა შესაძლებელი.

ვაგონების ინტერიერი განახლდა, სალონში დამონტაჟდა თანამედროვე დიზაინის დიოდური სანათები და შეიცვალა იატაკის საფარი.

პროექტის ფარგლებში 2016 წელს მეტროს 12 ვაგონის კაპიტალური შეკეთება მოხდა. ამ თვის ბოლოს კი „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროს ვაგონების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მორიგ ტენდერს გამოაცხადებს.თბილისის მერიის და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიზანია მეტროს მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სერვისის შეთავაზება.

Subscribe to our news

Get the main news of the day