Home
Category
TV Live Menu

თბილისის მეტროში სამარშრუტო რუკები განთავსდება

58a32ee22f4d8
BM.GE
14.02.17 20:11
973
თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ორგანიზაცია „უბრანული ლაბორატორიის“ ინიციატივით, მეტროს ვაგონებში სამარშრუტო რუკები განთავსდება.

თბილისის მეტროს რუკა ორენოვანია, რუკაზე მეტროს სამარშრუტო სქემასთან ერთად დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს მარტივად დაგეგმონ მგზავრობა. რუკების განთავსება მეტროს ვაგონებში უახლოეს დღეებში დასრულდება. მის შექმნაზე კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. ჟიური დაკომპლექტდა ურბანისტებითა და არქიტექტორებით, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, ორგანიზაცია "ორბელიანის" და "ურბანული ლაბორატორიის" წარმომადგენლებით. კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა ეროვნების დიზაინერებმა მიიღეს. ჟიურის წევრებმა არჩევანი ახალგაზრდა დიზაინერზე, იანა შავგანჩუკზე გააკეთეს. მისი ნამუშევარი გამორჩეულია დედაქალაქის ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილებისა და მეტროს სამარშრუტო სქემის სინთეზით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი“ და შვედეთის მთავრობა. 

Subscribe to our news

Get the main news of the day