თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა მაისში დასრულდება. ამის შესახებ "საქმის კურსს" გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.
"გეგმას მაისში ვასრულებთ და შემდეგ მერია საჯარო განხილვებს, გამოფენებს, შეხვედრებს დაგეგმავს. ჩვენ მოვისმენთ წინადადებებს და არგუმენტირებული შენიშვნები რაც ექნებათ, გავითვალისწინებთ, რომ ამ ჩვენს გადაწყვეტებში აისახოს. გენერალური გეგმა საჯარო დოკუმენტია და განხილვის პროცესში მოქალაქეებიც უნდა ჩაერთონ", - განაცხადა ბოლქვაძემ.
მისივე ინფორმაციით, მარტის ბოლო რიცხვებში, გენერალური გეგმის ფარგლებში ამ დროისთვის დასრულებული სამუშაოების ამსახველი რუკების გამოფენა იგეგმება.