Home
Category
TV Live Menu

თბილისის მოსახლეობა საახალწლო სუფრისთვის საშუალოდ 250 ლარის დახარჯვას გეგმავს

5864ef541b278
BM.GE
29.12.16 15:01
1070
ქართული ტრადიციული საახალწლო ტკბილეულის, გოზინაყის მომზადებას თბილისის მოსახლეობის 66% აპირებს. მთავარი კერძებიდან ყველაზე პოპულარული საცივია (60%). შემწვარი გოჭის მომზადებას კი მხოლოდ 20% გეგმავს.  ACT-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, საახალწლო სუფრისთვის საშუალოდ გათვალისწინებული თანხა 250 ლარია.

ძირითად კერძებს შორის სახელდება ხაჭაპური, ფხალეული და ოლივიეც. გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ნოემბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

Subscribe to our news

Get the main news of the day