NDI-ის მიერ გამოკითხული რესპოდენტების 33% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მათ უბანში ბოლოდროინდელი მშენებლობები მნიშვნელოვანია მათი უბნის განვითარებისთვის, - რესპოდენტების 21% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო რესპოდენტთა 43 პროცენტი ამბობს, რომ მის უბანში მსგავსი მშენებლობები არ არის. ამასთან, კითხვაზე, - გამოიწვია, თუ არა მშენებლობებმა მათ უბანში პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები, - რესპოდენტთა 30% ამბობს რომ კი, 22% ამბობს, რომ არა; ხოლო 43% ფიქრობს, რომ მსგავსი მშენებლობები მის უბანში არაა.
გამოკითხული მოსახლეობის 28% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მშენებლობები მათი უბნის იერსახეს შეეფერება, ხოლო 25% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 43% თვლის, რომ მის უბანში მსგავსი ტიპის მშენებლობები არაა.
რესპოდენტების 24% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მშენებლობების პროცესი უსაფრთხოა, ასევე 24% თვლის რომ ეს მშენებლობები უსაფრთხო არაა.
რეგიონების მიხედვით, კი თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 42% მიიჩნევს, რომ ახალი მშენებლობები მის უბანში პარკირების პრობლემას იწვევს. 24% თბილისში ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
NDI-მ საველე სამუშაოები 18 ივნისიდან - 9 ივლისის ჩათვლით ჩაატარა. მის ფარგლებში სულ 2,261 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.