Home
Category
TV Live Menu

თბილისის მოსახლეობისთვის წყლის გადასახადი უცვლელი დარჩა, კომერციული სექტორისთვის კი დაახლოებით 2 თეთრით გაძვირდა

58623b1607e2e
დავით ჯალაღონია
27.12.16 14:00
1176
თბილისის მოსახლეობისთვის წყლის გადასახადი უცვლელი დარჩა, კომერციული სექტორისთვის კი 1 კუბური მეტრი წყლის ფასი დაახლოებით 2 თეთრით (დღგს-ს ჩათვლით) გაძვირდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სემეკის გაანგარიშებით, გამრიცხველიანებული მოსახლეობისთვის, ერთ კუბურ მეტრზე, წყლის გადასახადი 0,27 ლარი იქნება. გაუმრიცხვალიანებელი აბონენტებისთვის თვიურად ერთ სულ მოსახლეზე 3,15 ლარი, არასაყოფაცხოვრებო, ანუ კომერციული სექტორისთვის კი წყლის გადასახადი 4,40 ლარის ნაცვლად, 4,42 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day