Home
Category
TV Live Menu

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

5783c3e1b6900
BM.GE
11.07.16 20:02
958
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 200-მდე ადამიანი. სამუშაოებზე მობილიზებული იყო 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, რისთვისაც კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ 7 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბილიკის რეაბილიტაციის პროცესში დაიგო 135.000 ტონა ასფალტი და მისი მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა ზუსტად ის ტექნოლოგია, რომლითაც აბუ-დაბის “ფორმულა 1”-ის სარბოლო მოედნის მშენებლობა განხორციელდა.

"ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ ასეთი შეზღუდული ვადების, უდიდესი მოცულობის და დაძაბულობის ფონზე პროექტის ყველა მონაწილემ შეძლო საერთო საქმისთვის გაერთიანება. სწორედ ამ წარმოუდგენელი და უპრეცენდენტო პროექტის შედეგად, ჩვენ გვაქვს სრულად განახლებული ასაფრენი ზოლი და ახალი II კატეგორიის სანავიგაციო შუქტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას და კომფორტს ავიაკომპანიებისა და მგზავრებისთვის.

თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის და განახლების პროცესი გრძელდება. კეთდება საჰაერო ხომალდების ახალი სადგომები.

დაწყებულია ახალი ჩამოფრენის ტერმინალის მშენებლობა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მომზადებული შეხვდეს ახალ გამოწვევებს და ამავე დროს მზად იყოს მგზავრთნაკადის ყოველწლიური ზრდისთვის. 2015 წელს ჩვენ გვქონდა საერთაშორისო ვიზიტორების და ასევე მგზავრთნაკადის უპრეცენდენტო ზრდა და პროგნოზის მიხედვით, ზრდის ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day