Home
Category
TV Live Menu

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციაა, რეისები შეჩერდა

5a0b1270a0c33
bm.ge
14.11.17 19:56
740
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციაა, რეისები შეჩერდა. ამის შესახებ „საქმის კურსს“ საქართვეოლოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, აეროპორტში ევაკუაცია ანონიმური შეტყობინების შემდეგ გამოცხადდა.

„ანონიმური ზარი შემოვიდა შესაძლო საფრთხეზე. დავიწყეთ პროცედურები. შეიკრიბა ოპერატიული ცენტრი და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიენები. ეს ღონისძიებები საკმაოდ ფართოა. ჩვენც ველოდებით დამატებით ინფორმაციას. ამ ეტაპზე რეისები შეცერებულია“, - განაცხადა ალექსიძემ.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ „აეროპორტში ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება“.

„112“-ზე შემოვიდა შეტოყბინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად პოლიცია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - განუცხადეს „საქმის კურსს“ შსს-ს პრესსამსახურში.

კითხვაზე, რა იგულისხმება ამ ღონისძიეებებში, შსს-ს პრესსამსახური ამბობს, რომ ამ ეტაპზე მედიას სხვა ინფორმაციას ვერ მიაწვდის.

Subscribe to our news

Get the main news of the day