Home
Category
TV Live Menu

თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ ფადი ასლის "თბილისის თამბაქოც" უპირისპირდება

58d8d41a071af
BM.GE
27.03.17 12:56
1142
სააქციო საზოგადოება "თბილისის თამბაქოს" საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ფადი ასლის განცხადებებს, რომელიც მან „ანალიტიკას“ პირდაპირ ეთერში გააკეთა, არაობიექტურს და ტენდენციურს უწოდებს.

როგორც კომპანიის იურისტი გიგა კვერენჩხილაძე აცხადებს, ფადი ასლი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის სტატუსს ბოროტად იყენებს, რადგან შეფასებებისას სრულ იგნორირებას უკეთებს იმ დადასტურებულ ფაქტს, რომ "მიმდინარე დავის შემთხვევაში, სწორედ უცხოელი ბიზნესმენები არიან მიმტაცებლები" .

მხარეები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საქალაქო სასამართლომ თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებლები British American Tobacco და Philip Morris International დაახლოებით 90-90 მილიონი ლარით დააჯარიმა. ფადი ასლი აცხადებს, რომ მოსამართლემ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ბიზნესის საჩივრის საფუძველზე მიიღო, კორუმპირებულია.

ფადი ასლის განცხადებას გასულ კვირაშივე უპასუხა "თბილისის საქალაქო სასამართლომ". როგორც სასამართლოში განმარტავენ, სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგის გამართვას “თბილისის თამბაქოს“ ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე აპირებს.

მისი თქმით, ანალოგიური დანაშაულებრივი სქემები მათ ოპონენტებს მთელს მსოფლიოში აქვთ აპრობირებული და ასეთი ქმედებებისთვის ეს კომპანიები ასეულობით მილიონი დოლარით არიან დაჯარიმებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day