Home
Category
TV Live Menu

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია": მთაწმინდა-რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგირო ზაფხულიდან ამუშავდება

58a58e26f1082
სალომე მეცხვარიშვილი
20.02.17 16:20
3322
მთაწმინდა-რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგირო ზაფხულიდან ამუშავდება,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, უახლოეს პერიოდში საბაგირო გზის ქვედა სადგურზე დაიწყება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. ქართული მხარის მხრიდან ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, საინსტალაციო სამუშაოებს განახორციელებს კომპანია "დოპელმაიერი". სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მონტაჟის სამუშაოებს დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდება.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ინფორმაციით, საბაგიროს გამტარუნარიანობა გათვლილია 1100 კაცზე საათში, გზის სრული დაფარვა ხდება დაახლოებით 4 წუთში, გზას მოემსახურება 20 გონდოლა, საშუალოდ 6 ადამიანზე გათვლილი. მთაწმინდის საბაგიროს ექსპლუატაციას და მის წესებს (მუშაობის განრიგი, გონდოლების რაოდენობრივი დატვირთვა) უზრუნველყოფს ის კომპანია, რომელიც საბოლოოდ განკარგავს ამ ქონებას.

"მთაწმინდის საბაგიროს პროექტი ითვალისწინებს 8 MGD ტიპის (მონოგონდოლა) საბაგიროს მონტაჟს. საბაგირო გზის დაახლოებითი სიგრძეა 980 მეტრი, ის წარმოდგენილია ორი სადგურით, რუსთაველსა და მთაწმინდის პარკში, (ორივე შემთხვევაში არსებული ძველი სადგურის ადგილზე). საბაგიროს ძირითადი ნაწილი უკვე დამზადებულია და დასაწყობებულია ავსტრიაში და საინსტალაციო სამუშაოების დაწყებამდე მოხდება მისი ტრანსპორტირება. ჩვენი მხრიდან საბაგირო გზის ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება მიმდინარე წლის ზაფხულში",- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day