Home
Category
TV Live Menu

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: წერეთლის მეტროში შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება, მგზავრების მიღება დროებით შეწყდა

5912c0b99d8b8
BM.GE
10.05.17 11:24
918
თბილისის სატრანსპორტო კომპანია წერეთლის მეტროში განხორციელებულ ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება, რის გამოც მგზავრების მიღება შეჩერებულია.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება.
უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ სადგურზე მგზავრების მიღება დროებით შეწყდა. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

„წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა”,-ნათქვამია განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day